18 ივნისი 2026,   00:25
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ბლოკადამ "უფრო მეტი სარგებელი მოიტანა", ვიდრე ირანის დაბომბვამ

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ, ჰორმუზის სრუტეში ირანის საზღვაო გადაზიდვებზე დაწესებული ბლოკადა „უფრო ეფექტური“ იყო, ვიდრე აშშ-ის სამხედრო რეაგირება ქვეყნის წინააღმდეგ.

„სხვათა შორის, შეხედეთ ბლოკადას, მას უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ყველა დაბომბვას, როდესაც ირანზე მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბები ჩამოვყარეთ“, - განაცხადა ტრამპმა "დიდი შვიდეულის" სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ბლოკადამ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ მეტი ეკონომიკური ბერკეტი მისცა და ასევე გავლენა მოახდინა ინფლაციაზე ირანში.

„ბლოკადა წარმოუდგენელი იყო, საზღვაო ბლოკადა, ადმირალიტეტი, ყველაფერი ეს - ვერცერთმა გემმა ვერ გაიარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფული არ შედიოდა. ისინი გაკოტრებულები იყვნენ; მათ ფული არ ჰქონდათ. მათ 250 ან 300%-იანი ინფლაცია აქვთ. მათ ფული არ აქვთ. ჩვენ უზარმაზარი ბერკეტები გვაქვს. მაგალითად, ეკონომიკური ბერკეტი“, - დასძინა ტრამპმა.

 

დღის ამბები