17 ივნისი 2026,   20:37
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გასუფთავებაში დახმარება "ყველა" ევროპელმა მოკავშირემ შესთავაზა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა პირობა დადეს, დაეხმარებიან შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში, თუმცა მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა, რომელმა ქვეყნებმა შესთავაზეს დახმარება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ყველა მათგანმა", - თქვა ტრამპმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რომელმა ქვეყნებმა შესთავაზეს დახმარება ირანული ნაღმებისგან სრუტის გაწმენდაში.

"ვისაც შესაბამისი აქვს აღჭურვილობა აქვს, მაგრამ თითოეულმა მათგანმა აიღო ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ, სრუტის წარმატებით გასახსნელად, შეერთებულ შტატებს ევროპის დახმარება არ სჭირდება, თუმცა ნებისმიერი გამნაღმველი გემი, რომლის მიწოდებაც ქვეყნებს შეუძლიათ პროექტისთვის, "კარგი" იქნება.

 

დღის ამბები