18 ივნისი 2026,   15:49
ვრცლად
აშშ-ირანის შეთანხმება თეირანისთვის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს, თუმცა სპარსეთის ყურის არცერთ სახელმწიფოს მისი შექმნის შესახებ ვალდებულება ჯერ არ აუღია - CNN

აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ავალდებულებს, თეირანისთვის 300 მილიარდი დოლარის ფონდი გამოყონ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკას ეს თანხა აშშ-ის მიერ მათი აფეთქების შემდეგ დასჭირდა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანელებს "შესაძლოა ჰქონდეთ წვდომა" ფონდზე, რომელიც, მისი თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება. თუმცა, გაურკვეველია, სპარსეთის ყურის რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან არცერთ მათგანს საჯაროდ პროექტის მხარდაჭერა არ დაუდასტურებია.

როგორც ამერიკული მედია წერს, ოთხშაბათს, Al Arabiya English-თან ინტერვიუში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ მას ფონდის შესახებ "დეტალები" ​​არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ომის დროს ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების გამო "ნდობა მნიშვნელოვნად დაიკარგა".

დღის ამბები