ლიბანში ისრაელის ქმედებებმა, შესაძლოა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების სიმტკიცე გამოცადოს, ასევე გამოცდა მოუწყოს აშშ-ისრაელის ალიანსის სიმტკიცეს, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დუმილს ინარჩუნებს, - ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს დუმილი ეწინააღმდეგება ისრაელის პოლიტიკური სპექტრის მზარდ მოთხოვნებს, დაუპირისპირდნენ დონალდ ტრამპს და განაგრძონ ბრძოლა ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში.
ისრაელის ელჩმა გაეროში და ნეთანიაჰუს ახლო მოკავშირემ, დენი დანონმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას "ისრაელისთვის ძალიან ცუდი" უწოდა.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ავალდებულებს შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები ლიბანში და პატივი სცენ ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობას. ისრაელის ძალებს ამჟამად ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვთ.
როგორც BBC წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი პოლიტიკური კარიერა ირანთან ომზე დადო და კვლავ ამტკიცებს, რომ კამპანია წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა, მისი კრიტიკოსები ასახელებენ ფაქტორებს, რომლებმაც ირანს ხელი შეუწყო კონფლიქტიდან უფრო ძლიერი გამოსულიყო.
"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის ჩართვა, თეირანის განახლებული გავლენის კიდევ ერთი ნიშანია. და ამერიკელ მოკავშირესთან ამჟამინდელი უთანხმოება, ნეთანიაჰუს ავტორიტეტისთვის კიდევ ერთი დარტყმაა, - წერს მედია.