პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, G7-ის სამიტზე დასწრებისა და ვერსალის მონახულების შემდეგ, სოციალურ მედიაში რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ირანთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე პოსტები გამოაქვეყნა.
"ეს სულელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე საკმარისად მკაცრი არ ვიყავი ირანის მიმართ, მაშინ როდესაც საფონდო ბირჟამ ახლახან მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს და ნავთობის ფასები "ვარდნის" პროცესშია, ან შურთ, ან ცუდი ხალხი არიან ან სულელები", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, ტრამპის პოსტი, რომელიც მისი აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, დილის 3:30 საათზე გამოქვეყნდა, მისივე პარტიის ზოგიერთი წევრის, მათ შორის, ლუიზიანას შტატის სენატორის ბილ კასიდის მკვეთრ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ირანთან ომს "ათწლეულების განმავლობაში, საგარეო პოლიტიკის ყველაზე ცუდი შეცდომა" უწოდა.