18 ივნისი 2026,   16:36
ვრცლად
განათლების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრები სკოლების დირექტორებს და მშობლებს შეხვდნენ

განათლების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრები სკოლების დირექტორებს და მშობლებს შეხვდნენ.

მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. შენდება 53 სკოლა, 4 არემონტებენ 10 კი პროექტირების ეტაპზეა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. 77 ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 425 მილიონია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა სკოლის საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში.

"შევხვდით 72 სკოლის წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს და ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მათთვის გაგვეცნო თუ რა არის კონკრეტული გეგმა ამ სკოლებთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღებით. ვფიქრობთ, ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სკოლის საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში და იცოდნენ ის რეალობა, რაც არის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კომუნიკაციას", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ამ კუთხით პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მოხდეს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის სრული რეაბილიტაცია, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში ხორციელდება. ვაიდენტიფიცირებთ ყველა იმ სკოლას, რომელიც დგას კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე, შემდგე უკვე კოორდინირებულად, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ხდება, ამ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაფერისი რეაგირება", - განაცხად გივი მიქანაძემ.

დღის ამბები