17 ივნისი 2026,   23:24
ვრცლად
1:1 - კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პორტუგალიასთან ანგარიში გაათანაბრა

ფეხბურთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, კონგოს დემოკრატიულმა რესბუბლიკის ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გაათანაბრა. გოლი პირველი ტაიმის დამატებით დროში, იუან ვისამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მატჩში ანგარიში პორტუგალიამ ჟუან ნევესის გოლით გახსნა.

დღეს ჰიუსტონის 72-ათასიანი, თანამედროვე "NRG სტადიონი" მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

აფრიკელებსა და რობერტო მარტინესის გუნდს შორის საფეხბურთო დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "რუსთავი 2" გთავაზობთ.

დღის ამბები