საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა. მან გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა წინა ხელისუფლების პირობებში.
"ვინ არის იქ ახალი? [ოპოზიციის ალიანსი] ზოგიერთ ახალგაზრდას, რომელიც ამბობს, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არაფერი ახსოვს, დღეს შევახსენებ, რომ იცოდნენ ის დანაშაულები, რასაც ჩადიოდნენ, ახლა კი თავს უფლება მისცეს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე დიდი, მასშტაბური აქციის ჩატარებისა.
ეს ის ხალხია, რომელთა უმრავლესობა მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ, [რომლებმაც] 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს - 2 ადამიანი გარდაიცვალა. ხანდაზმული ადამიანები, ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები... არც აცია, არც აცხელა ჯერ "ვივამედში" და ახლა ციხეში მყოფმა სააკაშვილმა და აღლუმი ჩაატარა იმ ჩვენი ხანდაზმული ადამიანების სისხლზე, პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს და რაღაც მასშტაბურ ეროვნულ აქციას - წარმოუდგენელია," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.