ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება - მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე.
დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, გზები და ავტომობილები. ამ ეტაპისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შტატებმა იერიში მიიტანა ქალაქ ქარაჯისა და თეირანის დამაკავშირებელ ხიდზე, დაიღუპა 8, დაშავდა 95 ადამიანი.
მანამდე კი, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხიდის აფეთქების ვიდეო და დაწერა, რომ "ამას კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვება, თუ ირანი არ დადებს შეთანხმებას".
ძლიერი აფეთქებები იყო ისპაჰანშიც, სარაკეტო ბაზაზე.
ისრაელის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა სამხრეთ ლიბანი. იერიშის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები.