დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს.
Sky News-ის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელი ამომრჩევლების მიერ განხორციელებული შემოწირულობების ზედა ზღვარი წელიწადში 100 000 გირვანქა სტერლინგით განისაზღვრება.
განიხილება პოლიტიკური მიზნებისთვის კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების სრული აკრძალვა. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Sky News-ის მონაცემებით, ახალი კვლევა დიდ ბრიტანეთში გარე გავლენების ზრდაზე მიუთითებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, როგორც ქვეყნის მოკავშირეები, ისე მტრები შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ.