18 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო მიმართვაში ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია დაადასტურა. მისივე განცხადებით, მოკლულია გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯის“ მეთაურიც.

"ამ დილით ჩვენ ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია მოვახდინეთ. ლარიჯანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი იყო - იმ კრიმინალური დაჯგუფების, რომელიც რეალურად მართავს ირანს. მასთან ერთად მოკლულია „ბასიჯის“ მეთაურიც. ისინი რეჟიმის ის ხელქვეითები იყვნენ, რომლებიც თეირანის და ირანის სხვა ქალაქების ქუჩებში საკუთარ მოსახლეობას ტერორს უწყობდნენ.

ჩვენ ვარყევთ რეჟიმს, რათა ირანელ ხალხს მისი დამხობის შესაძლებლობა მივცეთ. ეს ერთბაშად და იოლად არ მოხდება, მაგრამ თუ თანმიმდევრულები ვიქნებით, ხალხს მიეცემა შანსი, საკუთარი ბედი თავად განკარგოს.

პარალელურად, მხარს ვუჭერთ ყურეში განლაგებულ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს.

გუშინ ამ საკითხზე ვრცელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის, ისევე როგორც პირადად ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდს შორის, სრული კოორდინაციაა.

ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც ირიბი დარტყმებით, რომლებიც ირანის რეჟიმზე უდიდეს ზეწოლას ახდენს, ისე პირდაპირი ოპერაციებით.
წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია - ომს ხრიკებით ვაწარმოებთ. ყველა კარტს ახლა არ გავხსნით, თუმცა ბევრი რამ უკვე გაკეთდა.
ახლა კი მთავარი: ომში გამარჯვების უპირველესი ფაქტორი სიმტკიცეა. სიმტკიცე, სიმტკიცე და კიდევ ერთხელ სიმტკიცე - ლიდერების, სარდლობისა და ხალხის მხრიდან.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რომ გავიმარჯვებთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ."- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები