18 ივნისი 2026,   15:30
ვრცლად
"მათ ვკლავ. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება!" - დონალდ ტრამპი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, აშშ ანადგურებს ირანის სამხედრო და ეკონომიკურ მდგომარეობას.

მისივე თქმით, ირანის რეჟიმი, 47 წლის განმავლობაში, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდა, ახლა კი, თავად ტრამპია ადამიანი, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლებს კლავს, რაც მისთვის პატივია.

"ჩვენ სრულად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს სამხედრო, ეკონომიკური და ყველა სხვა მიმართულებით, თუმცა ხელმოცარულ New York Times-ს თუ დაუჯერებთ, შეცდომით იფიქრებთ, თითქოს არ ვიმარჯვებთ.

ირანის საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, რაკეტები, დრონები და მთელი მათი არსენალი მიწასთანაა გასწორებული, ხოლო მათი ლიდერები აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

ჩვენ გვაქვს შეუდარებელი სამხედრო ძალა, ულევი საბრძოლო მასალა და უამრავი დრო.ნახეთ, რა დაემართებათ ამ შეშლილ ნაძირლებს დღეს. ისინი, მთელ მსოფლიოში, 47 წლის განმავლობაში ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, ახლა კი  მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, მათ ვკლავ. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება! გმადლობთ ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები