18 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
თუ ნაღმები განათავსეს და მყისიერად არ აიღებენ, სამხედრო შედეგები იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ - ტრამპი

"თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა - თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ეს გააკეთეს - ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ აღებას!" - დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ნაღმები დროულად არ იქნება აღებული, ირანი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო შედეგების წინაშე დადგება.

"თუ რაიმე მიზეზით ნაღმები მაინც განთავსდა და მათ სასწრაფოდ არ აიღებენ, ირანისთვის სამხედრო შედეგები იქნება იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არავის უნახავს. მეორე მხრივ, თუ ისინი აიღებენ იმას, რაც შესაძლოა განათავსეს, ეს იქნება გიგანტური ნაბიჯი სწორი მიმართულებით!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები