08 აგვისტო 2026,   16:12
ვრცლად
ვითარება გზებზე - ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია

რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მაღალია ზვავსაშიშროების საფრთხე, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ბეთანიისა და მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზებზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო, გზებზე სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. 24-საათიან რეჟიმში გრძელდება ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება. ზვავსაშიშროების გამო, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქვს შეზღუდული გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე და ასევე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ორმოცაძე.

დღის ამბები