ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჰოკეიში დასრულებულია. დარბაზის ჰოკეიში ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, "ჩელენჯ 1-ს", საქართველომ უმასპინძლა.
ქუთაისის "უქიმერიონი" ბრინჯაოს მედლისთვის სლოვაკეთის კლუბ "რაჩას" დაუირისპირდა. ბრძოლა 4:3-ით დასრულდა. ჩემპიონი კი ხორვატიის კლუბი გახდა. "ჩელენჯ 1" დარბაზის ჰოკეიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ხუთი ქვეყნის ჩემპიონი კლუბები მონაწილეობდნენ.