საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე ცნობილ ქართველ მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტსმენის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ასევე, განიხილეს თბილისში მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც მინისტრმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.