18 ივნისი 2026,   20:01
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დღეს შეხვდება - უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება​

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება.

"იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დავოსში დღეს შეხვდება. პარალელურად, ამერიკელთა დელეგაციასთან შეხვედრაა ჩანიშნულია კრემლში.

ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდებიან. კუშნერს და უიტკოფს დავოსში უკვე შეხვდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რომელიც მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

დღის ამბები