განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის
გზები განიხილა. მსგავსი შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართა. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დოკუმენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.