07 აგვისტო 2026,   18:29
ვრცლად
უნდა წავიდეს სამუდამოდ საქართველოდან, ძალიან დიდი სიცრუეა და ბარამიძე არის ნაძირალა - ვეტერანი მალხაზ ჩემია

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ ჩემიას განცხადებით, გიორგი ბარამიძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, არის ფართო წრის მიერ დაკვეთილი მიზანმიმართული კამპანია. ვეტერანის შეფასებით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ტყუილი შეიცავს მძიმე საერთაშორისო სამართლებრივ საფრთხეებს, რადგან მსგავსი განცხადებები შესაძლოა ჰააგის ტრიბუნალზე სახელმწიფოსა და ვეტერანების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, ომის კანონების დარღვევის მოტივით.

"სოხუმის დაცემამდე სამი დღით ადრე, ბარამიძე სოვმინის შტაბიდან გადმოვიდა შეშინებული ჩვენთან, სინოპის შტაბში. ყარყარაშვილის შტაბი იყო იქ. კაცი, რომელიც მოწინავეზე არავის არ გვინახია. 1989 წლიდან ვიცნობ. ჟვანიას უღალატა, ყველას უღალატა და იცით რა არის? ეს არ არის სპონტანური. ეს ფართო წრითაა დაკვეთილი იმიტომ, რომ აფხაზები უკვე ატრიალებენ ამას და ჰააგის ტრიბუნალამდე ბევრი არ არის დარჩენილი. ჰააგის ტრიბუნალი ჩვენ, პირველ რიგში ვეტერანებს, მერე სახელმწიფოს განსჯის ომის კანონის, ანუ ჰუმანიტარული კანონის დარღვევის გამო. ტყვეზე ძალადობაც კი არ შეიძლება, არათუ დახვრეტა. შარტავა და ეს 30 კაცი შუა გზაზე გააჩერეს, ჩამოიყვანეს, აწამეს და მერე დახვრიტეს. აფხაზებში იყო რუსული დისციპლინა?! უნდა წავიდეს სამუდამოდ საერთოდ საქართველოდან. ძალიან დიდი სიცრუეა და ბარამიძე არის ნაძირალა. ეს მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა ეთქვა. ყოფილი მებრძოლი არ არსებობს. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ბოლომდე," - აცხადებს მალხაზ ჩემია.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებებს, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ.

დღის ამბები