ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მთავარი თემა ირანი იყო. საუბარი ისრაელსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოების ფონზე გაიმართა - მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ისლამურ რესპუბლიკასთან ომის განახლების შესაძლებლობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბარი განსაკუთრებით რთული და დაძაბული იყო. ერთ-ერთმა მას "ჯოჯოხეთური ყვირილის შეჯიბრიც" კი უწოდა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ამგვარ შეფასებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.
"ყალბი ამბავია, სრული სისულელე", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ოფისში.
ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის "რთული არ ყოფილა".