11 ნოემბერი 2026,   13:09
ვრცლად
2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930 400-მდე გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა.

"საქსტატის" დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდა ძირითადად თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გაიზარდა ურბანიზაციის დონეც - ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის წილი 57-დან 62%-მდეა გაზრდილი.

"2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 930 400 შეადგინა, ანუ ზრდა გვაქვს დაახლოებით 5,6%-ით. ზრდა კონცენტრირებულია ძირითადად თბილისზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლის რეგიონზე.

ბავშვების, ანუ 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა გაზრდილია. 702 000-დან დაახლოებით, 773 000-მდე, 73-დან 76 წლამდე გაზრდილია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები. ის ქალებისთვის უფრო მაღალია, 80 წელს აღემატება, კაცებისთვის კი დაახლოებით 71 წელს შეადგენს," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები