გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებს და მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიტყვით მიმართავს.
ანტალიაში კონფერენცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება.
ფორუმის ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, ღონისძიების მასშტაბურობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია კლიმატის ცვლილების საკითხის მიმართ ინტერესი.
"ამ ღონისძიების მასშტაბურობა კიდევ უფრო ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდი გამოწვევა არის და რამდენად დიდი ინტერესი არის მსოფლიოში ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტი გამოვა სიტყვით, სადაც აღნიშნავს ჩვენს მიღწევებს ამ მიმართულებით, კლიმატის დაცვის მიმართულებით, იმ პასუხისმგებლობებთან, რომელიც საქართველოს აქვს აღებული", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.