11 ნოემბერი 2026,   12:31
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებს და მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიტყვით მიმართავს. ანტალიაში კონფერენცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება.

ფორუმის ფარგლებში, იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სადაც სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით.

"შეხვედრის დროს განხილული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ანაკლიის პორტთან მიმართებაში უზბეკეთის რესპუბლიკის ჩართულობა, მსხვილ პროექტებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება უზბეკეთის რესპუბლიკის დაინტერესება, ასევე თანამშრომლობა უკვე რეგიონულ დონეზე, საქართველოს რეგიონებსა და უზბეკეთის რესპუბლიკის რეგიონებს შორის. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სადაც სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დღის ამბები