11 ნოემბერი 2026,   12:32
ვრცლად
პარლამენტმა მთავრობის მიერ კორექტირებული 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მიერ კორექტირებული 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, საპარლამენტო მდივნის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. იზრდება პენსიები და ხელფასები საჯარო სექტორში, ასევე, დამატებითი თანხაა გათვალისწინებული ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის.

"წელს ბიუჯეტი გვაქვს 30 881 000 000 ლარი. მომდევნო წელს 32 713 000 000 ლარი, ანუ დაახლოებით, 1 900 000 000 ლარი არის გაზრდილი ჯამურად. აქედან 1 100 000 000 ლარამდე, ანუ, 1 000 000 000-ზე მეტით ჯანდაცვის სამინისტრო იზრდება. მათ შორის მხოლოდ პენსიების ნაწილში არის 685 000 000 ლარი. თუ ამას დავუმატებთ სოციალურ პაკეტს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც არის, 81 000 000 დამატებით აქ არის. ანუ, პენსიებისა და სოციალური პაკეტის ნაწილში მხოლოდ ამ მიმართულებით, ჯამში, 760 000 000 ლარით არის გაზრდილი," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები