07 აგვისტო 2026,   01:23
ვრცლად
"შემირცხვენია ის, ვისაც თავი მოაქვს პოლიტიკოსად, ვისაც თავი მოაქვს საქმეში ჩახედულ და განათლებულ ჟურნალისტად და ჰგონია, რომ ბრალში იქნებოდა მტკიცებულებები" - ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანზე

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირის დაკავება გააპროტესტეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა. ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს“. ნანუკა ჟორჟოლიანს კომენტარებშივე უპასუხა გიგა ავალიანის დედამ. "თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი პოსტაობა, საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია." - დაწერა ეკა კუპატაძემ.

„შემირცხვენია ის, ვისაც თავი მოაქვს პოლიტიკოსად, ვისაც თავი მოაქვს საქმეში ჩახედულ და განათლებულ ჟურნალისტად და ჰგონია, რომ ბრალში იქნებოდა მტკიცებულებები. საქმის მასალებში არაფერიაო, ვინ ნახა საქმის მასალები? ვინ რა იცის საქმის მასალები?

ერთი კომენტარი ვნახე კიდევ, აუცილებლად ამაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, მარტო ერთი მხარე რომ საუბრობსო... ჯერ ერთი, მე მხარე არა ვარ, მე ვარ სადისტურად მოკლული გიგა ავალიანის, უდანაშაულო ბიჭის დედა, ლექსიკონი გაწმინდონ და ისე ილაპარაკონ.

ვერავინ ვერანაირ ბენეფიტს ვერ მიიღებს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან. იცით რატომ? იმიტომ, რომ გიგა ავალიანის სიცოცხლე ჩემია და მე არ ვყიდი. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მკვლელებზე, თავზე ხელის გადასმით, ქვეყანას სწორ რელსებზე დადგამს დააყენებს, ძალიან შემცდარა“, - ამბობს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

დღის ამბები