2026 წელს "გიზ-გიზის" ფესტივალმა სტარტი ბაკურიანში დღეს აიღო. ფესტივალის ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები.
"გიზ-გიზის" მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.
ბაკურიანის შემდეგ, ფესტივალი 17 იანვარს გუდაურში გაიმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი "გიზ-გიზი" მე-3 წელია, საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.