სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა წევრებთან ერთად, პირველი შეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრთან. სამუშაო ვიზიტის მიზანია, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და პროგნოზების გაცნობა. ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრებზე ისაუბრა.