ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ლიბანის უსაფრთხოების ზონიდან არ გავა, ვიდრე "ჰეზბოლა" სრულად არ განიარაღდება და მისგან მომავალი საფრთხე მთელი ქვეყნის მასშტაბით არ აღმოიფხვრება.
როგორც კაცმა აღნიშნა, სამხედროებს უკვე მიეცათ დავალება, მოემზადონ რეგიონში ხანგრძლივი ყოფნისთვის, რათა უზრუნველყონ სამხედროების და მოსახლეობის უსაფრთხოება.
როგორც მედია წერს, მინისტრის ეს განცხადება თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციასთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით. ნეთანიაჰუმ უარი განაცხადა აშშ-ის ინიციატივით მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე და აღნიშნა, რომ ისრაელი ჯარების გაყვანას არ დაიწყებს, სანამ "ჰამასი" იარაღს სრულად არ დაყრის, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მხარეებს ეტაპობრივ პროცესს სთავაზობდა.