14 აგვისტო 2026,   18:37
ვრცლად
თავდასხმა კრამატორსკზე - დაღუპულია 1 და დაშავებულია 15 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის თემსა და სოფელ ბელენკოეს შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფილაშკინის თქმით, დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.
"რუსულმა ძალებმა კრამატორსკსა და ბელენკოეზე რვა თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა საჰაერო ბომბები გამოიყენა," აღნიშნა ფილაშკინმა.
მისი განცხადებით, ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დღის ამბები