14 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს, წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"ლიეტუვის ქალაქ დრუსკინკაში გამართულ წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა 26 - 11 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს.

გოგონებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ბარბარე კვიციანი (47 კგ) და ნინი მარუაშვილი (52 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლიზი ლეკიშვილი (63 კგ) და სალომე მამისაშვილი (69 კგ) კი - ბრინჯაოს პრიზიორები.

ჭაბუკებმა ცხრა მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა საბა გოგიჩაიშვილმა (66 კგ), გოდერძი ქარცივაძემ (74 კგ) და მერაბ სამხარაძემ (+120 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები საბა ბოჭორიშვილი (74 კგ), თორნიკე მარტიაშვილი (120 კგ) და საბა კუპრაძე (+120 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ილია კიკვილაშვილმა (53 კგ), გიორგი წიკლაურმა (58 კგ) და დიმიტრი ჯუღელმა (83 კგ) მოიპოვეს.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლები ანდრია მიქაუტაძემ (53 კგ), გიორგი გელაშვილმა (59 კგ) და ალეკო სიდანოვმა (66 კგ) დაიმსახურეს, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საბა გიორგაძე (120 კგ), ბრინჯაოს პრიზიორი კი - ამირან აბრამიშვილი (66 კგ).

უფროსებს შორის გოგონებმა ღია კატეგორიაში ორი მედლით მესამე გუნდური ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი მარი ბეგლარიშვილმა (47 კგ) მოიპოვა.

უფროსებს შორის ღია კატეგორიაში ბიჭებმა ოთხი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) და ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ), იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი გახდა გენადი ოტიაშვილი (74 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ლევან მთიულიშვილმა (105 კგ) დაისაკუთრა.

ვეტერანებს შორის M1 40-50 წლამდე კატეგორიაში ქართველმა ათლეტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა იზეიმეს გიორგი ბეჟაშვილმა (66 კგ), და ლევან გილიგაშვილმა (83 კგ).

შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სარალიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ," -  ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები