აშშ-ის სამხედრო ძალებს შესწევთ უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნონ - ამის შესახებ, აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს საკმარისი ხომალდები ჰყავს რეგიონში როტაციისთვის, რაც მიანიშნებს, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა განახორციელოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
"შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუძლიათ ასეთი ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნონ, რადგან ჩვენ მოვახდენთ ხომალდების როტაციას, როგორც ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ კიდეც," - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.
მამანდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - თუმცა, ამ განცხადებას ირანი უარყოფს.