საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"დღეს, 15:00 საათზე იგი დასვენებული იქნება სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს.
დაიკრძალება 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.