შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე 19-236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.