28 ნოემბერი 2026,   13:28
ვრცლად
სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს

სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის ბოლო ნაკადზე აპლიკანტები 23 ათასზე მეტი განაცხადიდან შეირჩნენ.

მსურველები ოთხ მიმართულებაზე გადანაწილდნენ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა და ხელოვნური ინტელექტი. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისას ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ხელოვნურ ინტელექტზე დაფიქსირდა.

"ისინი გადანაწილდნენ ოთხი ძირითადი მიმართულებით, 13 ტრენინგ პროვაიდერთან, 70-ზე მეტ კურსზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს და შემდეგი წლიდან ის უკვე ახალი ფორმით, ახალი სახით და ახალი პროგრამებით განხორციელდება", - აღნიშნა  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავამ. 

დღის ამბები