14 აგვისტო 2026,   00:44
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - სასამართლომ ორ მოქალაქეს 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს სხვადასხვა სასამართლოებში 6 საქმე განიხილეს, ოთხი სხდომა გადაიდო ორზე კი გადაწყვეტილება გამოცხადდა.

1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაპუნა ნეფარიძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს. ასევე 1500 ლარის გადახდა მოუწევს თეიმურაზ გოგიჩაიშვილს, რომელმაც სიძულვილის ენა დეპუტატ ილია ინჯიას მიმართ გამოიყენა. საქმე ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ანდრო გურული აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეები.

"საერთო სასამართლოებში გრძელდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ  მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეები.

ორივე შემთხვევაში პირველები ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად და მათ სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მსგავსი კატეგორიის კიდევ რამოდენიმე საქმეზე უნდა გამართულიყო სხდომა, თუმცაღა მათი განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის,"- აცხადებს გურული. 

დღის ამბები