17 აგვისტო 2026,   00:07
ვრცლად
როდესაც ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებას, შეუძლებელია ქვეყანა უყვარდეს, ქვეყანაზე ფიქრობდეს - გიორგი ჯინჭარაძე ბარამიძის განცხადებაზე

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს ანტისახელმწიფოებრივი გიორგი ბარამიძის განცხადებას ქართველი მებრძოლების მხრიდან ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით. ვეტერანების თქმით, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად უშლის ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ათობით პირი უკვე გამოიკითხა.

ბარამიძის განცხადებას გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბარამიძის განცხადება არის მტკიცებულება რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოიყენებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბარამიძის განცხადებებს მოღალატეობრივი სახე აქვს.

"ეს არის უცხოური აგენტურის გამოვლინება, ფაქტობრივი, რომელიც დავინახეთ და თითოეულმა საზოგადოების წევრმა დაინახა. ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა და არა მარტო ჩვენი, პირველ რიგში, იმ ადამიანების, რომლის სახელები და გვარები ამოტვიფრულია დღეს ამ დაფაზე. როდესაც ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებას, შეუძლებელია ქვეყანა უყვარდეს, ქვეყანაზე ფიქრობდეს. ეს მოწმობს იმასაც, რომ მისი საზიანო განცხადებები როგორ ავნებს ქვეყანას და რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას სწორად აფასებს და ჩვენ ამას ვგმობთ.

არცერთ ოპოზიციურ მედიას, არცერთ ოპოზიციურ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ დაუგმია მისი განცხადებები და კიდევ ერთი მინდა ის აღვნიშნო, რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული სიუჟეტის გაშვებაზე შესთავაზეს მას, რომ შესაძლებელი იყო, რომ არ გაშვებულიყო, თუმცა მისი ნებით მოხდა ამ მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება საზოგადოებაში," - აცხადებს ჯინჭარაძე.

დღის ამბები