თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ხიდზე დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები დროებით ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდებიან.
მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, 13 აგვისტოს 00:00 საათიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი ნარეკვავი-მცხეთა-ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდება.
საპირისპირო მიმართულებით სატვირთო ავტომობილების, ხოლო ორივე მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.