ინგლისში, დასავლეთ მიდლენდში ფართომასშტაბიან ხანძარს ებრძვიან.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ სტურბრიჯში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები.
გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი გოლფის მოედნის მახლობლად გაჩნდა, მოგვიანებით კი სახლებსა და შენობებზე გავრცელდა.
სპეციალური სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლების კარები და ფანჯრები დახურონ.
"საგანგებო სიტუაციების სამსახურები და დასავლეთ მიდლენდსის რკინიგზის დამაკავშირებელი და ტრანსპორტის ჯგუფები ინფორმაციას მაწვდიან და მოვუწოდებ ხალხს, თავი აარიდონ ამ ტერიტორიას, ხოლო ქალაქში მყოფებს, დაიცვან ადგილზე მყოფი პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების რჩევები", – განაცხადა დასავლეთ მიდლენდის მერმა, რიჩარდ პარკერმა.
ინგლისში ხანძრებს, უკვე რამდენიმე კვირაა, ებრძვიან.