აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ქმნიან პირველ მრავალდომენიან, მრავალეროვნულ თავდასხმითი დრონების სპეციალურ ჯგუფს.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სხვა მაღალი ღირებულების მქონე სამიზნეებზე თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, დაჯგუფება, სახელწოდებით Task Force Falcon Strike, გამოიყენებს ერთჯერად უპილოტო თავდასხმით დრონებს, რომლებიც იმოქმედებენ ზღვის ზემოთ, ზედაპირზე და წყალქვეშ.
მათივე განმარტებით, დრონებს მართვას გაუწევენ როგორც აშშ-ის სამხედრო დამხმარე პერსონალი, ასევე რეგიონული პარტნიორების წარმომადგენლები.
Falcon Strike გააძლიერებს ცხრა თვის წინ შექმნილი დრონებზე ორიენტირებული წინა სამუშაო ჯგუფის მუშაობას, სახელწოდებით - Scorpion Strike, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების პირველი ცალმხრივი თავდასხმის დრონების ესკადრილია იყო ახლო აღმოსავლეთში.
"Task Force Falcon Strike-ი განავითარებს Scorpion Strike-ის წარმატებას იმ უზარმაზარი ინოვაციების გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ხდება. ჩვენი ახალი შესაძლებლობების ერთობლივი ინტეგრაცია და დანერგვა დაგვეხმარება სწრაფად გავაანალიზოთ ის ახალი პერსპექტივები, რომლებიც ჰორიზონტზე ჩნდება," - განაცხადა ცენტრალური სარდლობის სარდალმა.