14 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
ეს სახელმწიფო დანაშაულია, ერთი ფაქტი მაინც ხომ უნდა დადოს ადამიანმა - მალხაზ ჩიხლაძე ბარამიძის განცხადებაზე

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს ანტისახელმწიფოებრივი გიორგი ბარამიძის განცხადებას ქართველი მებრძოლების მხრიდან ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით.

ვეტერანების თქმით, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად უშლის ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს. 

ვეტერანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი დანაშაული.

"ეს სახელმწიფო დანაშაულია, ასე ვთქვათ. ერთი ფაქტი მაინც ხომ უნდა დადოს ადამიანმა. არაფერი არგუმენტი აფხაზეთს არ ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ და აგერ, როდესაც მაშინდელი სახელმწიფოს მოხელე, ჩინოვნიკი აი, ასეთ განცხადებას აკეთებს და ჯიუტად კიდევ ამტკიცებს, ასე იყოო, იმათ რაღაც სალაპარაკო მისცა,"- აცხადებს მალხაზ ჩიხლაძე. 

დღის ამბები