"ჩემთვის დილით გახდა ცნობილი, რომ ის იყო დაკავებული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, თუმცა მე ჯერ არ მომეცა საშუალება, შევხვედროდი პირადად, გავსაუბრებოდი და მენახა მისი ფიზიკური დაზიანებები, კონკრეტულად რა მუხლს ედავებიან," - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ საქმეს საფუძვლად პოლიტიკური მოტივები აქვს.
"არაერთი საქმე გვინახავს ალეკო ელისაშვილის მიმართ დაწყებული - გვახსოვს ალი ბაბაევის საქმეც, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ იყო, თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო დღემდე გრძელდება და ვერ უმტკიცებენ დანაშაულს. ამიტომ, ვვარაუდობ, დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაც გზით გააჩერონ," - აცხადებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი.