აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი დელეგაციასთან ერთად თბილისშია. მათ დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. აქცენტი გაკეთდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე.
"იყო განხილული საკითხები, თანამშრომლობის გაძლიერება, მოგახსენებთ, რომ ერთი რეგიონია, შესაბამისად გამოწვევებიც ზუსტად ერთიანი არსებობს, ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოორდინირებულად თანამშრომლობა ამ გამოწვევებთან მიმართულებით, რომელიც რეგიონშია,"- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.