თუ შენი ტექნიკა ვეღარ აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს, მაშინ ნოემბრის ბოლო ზუსტად ის პერიოდია, როცა მის განახლებაზე უნდა იფიქრო - ისევე როგორც წინა წლებში, 2025 წელსაც ალტა მომხმარებელს შავი პარასკევის მასშტაბურ აქციას სთავაზობს.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილეს მაღაზიაში შავი პარასკევის ფასდაკლებები ტექნიკაზე სტანდარტულზე ადრე დაიწყო და ასობით პროდუქტზე ვრცელდება. სპეციალური შეთავაზებები დაგხვდება ტექნიკის თითქმის ყველა კატეგორიასა და ბრენდზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულ მოდელებზე. თუ ტელეფონის ან ლეპტოპის განახლებაზე ფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა ფლაგმანი მოდელების შესაძენად.
თუ წვრილი ან მსხვილი საოჯახო ტექნიკის განახლებას გეგმავ, ალტა ამაშიც დაგეხმარება. ახალი თაობის სარეცხი მანქანები, თუ მაცივრები შენს რუტინას პრაქტიკულად მინიმუმზე დაიყვანს. ხოლო თუ სამზარეულოში დიდ დროს ატარებ, განახლებული ტექნიკა პროცესს ბევრად სასიამოვნოს გაგიხდის.
დამღლელი დღის შემდეგ, კარგი ეკრანი და ხარისხიანი აუდიო სისტემა საუკეთესო გადაწყვეტილებაა განსატვირთად. კინომოყვარულებისა და გეიმერებისთვის ალტას შავი პარასკევი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ტელევიზორები, გეიმინგ კონსოლები და აუდიო სისტემები - ახალი ტექნიკა თქვენს მისაღებ ოთახს კინოთეატრის მსგავს გასართობ სივრცედ აქცევს.
და რაც მთავარია, ამ ცვლილებებისთვის ქალაქის საცობებში დგომა და ხალხმრავალ მაღაზიაში ვიზიტი სულაც არ არის საჭირო. სახლიდან გაუსველელად შეგიძლია Alta.ge-ზე სასურველი ნივთი შეარჩიო, სხვადასხვა მოდელების მახასიათებლები შეადარო და შეიძინო. ალტას კურიერი კი მას, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, პირდაპირ სახლთან მოგაწვდის.
(R)