მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "დიფ სთეითსა" და აგენტურაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას დამოუკიდებლად ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას არ ანდობენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე, ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი ეს დირექტივა, მოსკოვიდან მოდის, ევროკავშირიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან.
ეს ნიშნავს, იმას რომ შენ აღარ ხარ შენი ქვეყნის პოლიტიკოსი და ხარ სხვა ქვეყნის პოლიტიკის გამტარი შენს ქვეყანაში,"- აცხადებს ქადაგიშვილი.