05 აგვისტო 2026,   22:22
ვრცლად
ჯგუფი "ეგარი" იმერეთს ეწვია

კულტურის სამინისტროს და (სსიპ) "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით, ჯგუფი "ეგარი" იმერეთის რეგიონს ეწვია. მუსიკოსებმა, პროექტ "მუსიკალური საქართველო-ეგარი" ფარგლებში, ბაღდათისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში გამართეს კონცერტები.

მუსიკალურ საღამოებს, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუსიკოსებმა მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარი წარადგინეს.

"ეგარმა" საკონცერტო პროგრამები საქართველოს რეგიონებში გასულ წლებშიც არაერთხელ განახორციელა.

დღის ამბები