08 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული მანანა გიორგობიანის და 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათში, მანანა გიორგობიანის აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, დღესვე წარსდგნენ სასამართლოს წინაშე ამავე საქმეზე დაკავებული 4 პირიც, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანი.

გამოძიების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ მაღაზიის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკისას ამოღებულია ასევე ჯაკო ჩარკვიანის მიერ, სავარაუდოდ, უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

დღის ამბები