19 აგვისტო 2026,   15:56
ვრცლად
მმართველი პარტია ევროკომისიის ანგარიშს უსამართლო და სუბიექტურად შეფასებულ დოკუმენტად მიიჩნევს - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები მინიმუმ უმადურობაა

ევროკავშირის 2035 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერები, უსამართლო დამოკიდებულებაა მმართველი პარტიის ლიდერებისთვის. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ არჩევნების არაობიექტურად ჩატარებაზე, ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაწვევასა და უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში სავარაუდო დახმარებაზე საუბარი, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან სუბიექტურ დამოკიდებულებას ავლენს.

ღირებულებითი უკუსვლის მაგალითია „ქართული ოცნებისთვის“ ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერები, რომელიც უკრაინას ეხება. მმართველი ძალაში მიაჩნიათ, რომ სწორედ უკრაინის სახელით ცდილობს ევროკომისია საქართველოს რეპუტაციის შელახვას, რადგან ანგარიშში მოხვდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის არა წევრი უკრაინა საქართველოს მიმართ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აბრალებს, რომ საერთაშორისო დონეზე უკრაინას საქართველოს მხარდაჭერა არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები მინიმუმ უმადურობაა.

გაფართოების ანგარიშში ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები 2024 წლის არჩევნები. არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ ოპოზიციაც და მათი უცხოელი თანამოაზრეებიც მხოლოდ ბრალდებების რეჟიმში არიან, მმართველი პარტია მათ იმ მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც თითქოს არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოხდა. ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის კვლავ არაფერს ნიშნავს ეუთო/ოდირის დასკვნა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ბრიუსელის დამოკიდებულება არაობიექტურია. „მემარცხენე ალიანსში“ ფიქრობენ, რომ მიღწევებს, რომელიც საქართველოს არაერთი მიმართულებით აქვს და ამას თავად ევროკომისიის ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს, შესაბამისი შეფასება სჭირდება.

ევროკომისიის კრიტიკას პუნქტობრივად პასუხობენ საპარლამენტო უმრავლესობაში და პოლიტიკურ ჯგუფებში.

ევროკომისიის ანგარიში დღეს დილიდან კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უსამართლო კრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკას არ შეცვლის და ქვეყანა ევროინტეგრაციისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს. პარალელურად კი იმედს გამოთქვამენ, რომ ევრობიუროკრატია შეიცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს ობიექტურობის პრინციპის დაცვით შეაფასებს.

დღის ამბები