06 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავებიან. სასამართლომ დღის ბოლოს რამდენიმე საქმეზე იმსჯელა.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, მსგავს დანაშაულზე პატიმრობის გამოყენება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან  შესაბამისობაში არ მოდის. 

"პრინციპში, ნიკოლოზს სადაოდ არც გაუხდია ეს გარემოება, რომ რუსთაველის გზის სავალ ნაწილზე იყო გადასული, ეს არ ყოფილა სადაო გარემოება. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ის კანონი, რომლის საფუძველზე არის გამოყენებული [პატიმრობა], მათ შორის, იგივე ნიკოლოზის თუ სხვა ადამიანების მიმართ, შესაბამისობაში არ არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და ამას ეუთო/ოდირიც და ვენეციის კომისიის დასკვნებიც ადასტურებს, რომ პატიმრობის გამოყენება ამგვარ დარღვევებზე არ უნდა ხდებოდეს", - აცხადებს ნიკოლოზ დარსანიას ადვოკატი ნიკა სიმონიშვილი.

დღის ამბები