17 აგვისტო 2026,   12:58
ვრცლად
"მოხარულები ვართ საქართველოს დელეგაციის სტუმრობით, ჩემი მეგობრის შინაგან საქმეთა მინისტრის მეთაურობით, რომელსაც ძალიან ვაფასებ - ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის" - ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა კუთხით, მათ შორის მიგრაციის დეპარტამენტისა და პოლიციის აკადემიის მიმართულებით.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილების გაზიარებაზეც.

"მოხარულები ვართ საქართველოს დელეგაციის სტუმრობით, ჩემი მეგობრის შინაგან საქმეთა მინისტრის მეთაურობით, რომელსაც ძალიან ვაფასებ - ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის. ისტორიულად მოგვდევს ჩვენი ერების სიყვარული, მეგობრობა და ეს უნდა განვავრცოთ. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ვიზიტით ჩემს ძვირფას მეგობარ მინისტრთან, ძალიან ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ვიმედოვნებ, რომ ისრაელზეც მსგავსი შთაბეჭდილებები გექნებათ", - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა.

 

დღის ამბები