"ჩვენ დავაკვირდით არა მხოლოდ საარჩევნო უბნებს, ასევე, დავაკვირდით სამართლებრივ ჩარჩოს და შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყო სრულად დაცული, უმაღლესი ევროპული სტანდარტით." - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლი, ნორბერტ რევაი-ბერე საუბრობს.
მისი თქმით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები, სადაც ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულყოფილად გამოეხატა თავისუფლად, საკუთარი პოლიტიკური ნება, კენჭისყრის ფარულობის დაცვით.
"ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია, რომ ქართველ ხალხს დღეს მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრება. ჩვენ დავაკვირდით არა მხოლოდ საარჩევნო უბნებს, ასევე, დავაკვირდით სამართლებრივ ჩარჩოს და შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყო სრულად დაცული, უმაღლესი ევროპული სტანდარტით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამოცდილებით, არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, ასევე არ იყო არანაირი პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე, შესაბამისად, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები, სადაც ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულყოფილად გამოეხატა თავისუფლად, საკუთარი პოლიტიკური ნება, კენჭისყრის ფარულობის დაცვით. პირველად ვიყავით თბილისში, შემდეგ კი ჩავედით რუსთავში. როგორც ჩემმა კოლეგებმა ახსენეს, საარჩევნო უბნებზე პერსონალი იყო სათანადოდ მოწესრიგებული, კარგად ორგანიზებული, ეს იყო თავისუფალი და ფარულობით დაცული კენჭისყრა. ეს არის ჩვენი გამოცდილება," - ამბობს საერთაშორისო დამკვირვებელი.